სააკაშვილს და ღარიბაშვილს ორბანის სახით ერთი და იგივე მეგობარი ჰყავთ

“პრემიერს ვკითხავ, ესაუბრა თუ არა თავის მეგობარ ორბანს ადეიშვილის, კოდუას და სხვების გადმოცემაზე, რომლის მთავრობამ მათ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა – ეს პრეტენზია ხელისუფლებას არა მხოლოდ უკრაინასთან, ევროკავშირთანაც აქვს”, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის” წევრმა ანა ბუჩუკურმა, რითაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა.

ბუჩუკურის თქმით, „ღიმილისმომგვრელია, რომ თავის დროზე ორბანთან მეგობრობით ამაყობდა მიხეილ სააკაშვილი, ხოლო დღეს ამაყობს ირაკლი ღარიბაშვილი“.

„როგორც ჩანს, „ნაცებსა“ და „ქოცებს“ მეგობრებიც ერთი ჰყავთ. სერიოზულ ნოტაზე რომ გადავიდეთ, მე მივმართავ პრემიერ-მინისტრს სადეპუტატო კითხვით და ვკითხავ:

ჰქონდა თუ არა მის მეგობარ ორბანთან საუბარი იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ყოფილი წარმომადგენლების, ყოფილი თანამდებობის პირების, კრიმინალების, როგორებიც არიან ოდიოზური ფიგურები ადეიშვილის, კოდუას თუ მისთანანის, საქართველოსთვის გადმოცემაზე. მოგეხსენებათ, რომ ორბანის მთავრობამ სწორედ მათ მიანიჭა თავის დროზე პოლიტიკური თავშესაფარი”. -აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.