ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით გასროლილი რაკეტების საპასუხოდ ისრაელმა ლიბანის მიმართულებით რაკეტები გაუშვა.
„დაირას მიმდებარე ტერიტორია დაიბომბა მტრის არტილერიის მიერ, ხოლო იარინის მიმდებარე ტერიტორიას ფოსფორის ჭურვები ურტყამს“, – განაცხადა ლიბანის ეროვნულმა საინფორმაციო სააგენტომ.
მანამდე, ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტა ისროლეს, სამიზნეს საზღვარზე არსებული ისრაელის შეიარაღებული ძალების პოსტი წარმოადგენდა.
ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰესბოლამ“ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო.