BBC – დიდ ბრიტანეთში ანტისემიტიზმით გამოწვეული შემთხვევების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა

დიდ ბრიტანეთში ანტისემიტიზმით გამოწვეული შემთხვევების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ორგანიზაცია Community Security Trust-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 7-დან 10 ოქტომბრამდე გაერთიანებულ სამეფოში „ანტი-ებრაული სიძულვილის“ 89 შემთხვევა დაფიქსირდა.

ეს მაჩვენებელი 324%-ით აღემატება გასული წელს არსებულ ანტისემიტიზმით გამოწვეული შემთხვევების რაოდენობას.

ეს მაჩვენებელი 324%-ით აღემატება გასული წელს ამავე პერიოდში დაფიქსირებულ ანტისემიტიზმით გამოწვეული შემთხვევების რაოდენობას.

დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების მინისტრმა, ტომ ტუგენდატმა განაცხადა, რომ მსგავსი ცნობები „ძალიან შემაშფოთებელია“.