ენტონი ბლინკენი იორდანიაში მაჰმუდ აბასს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი იორდანიაში პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდა.

ამასთან, ბლინკენმა ისრაელში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები იორდანიის მეფესთან, აბდულ მეორესთანაც გამართა.

მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელში იმყოფებოდა, სადაც ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა.

მედიის ცნობით, ისრაელისა და იორდანიის შემდეგ, არსებული ვითარების დიპლომატიური გზებით მოგვარების მიზნით, ბლინკენი ეგვიპტეში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და კატარშიც ჩავა.