ორგანიზაცია „ჰამასი“ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, მისი პოზიციის გამო, მადლობას უხდის. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
„ჩვენ ვაფასებთ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პოზიციას ჩვენი ხალხის წინააღმდეგ სიონისტური აგრესიის მიმართ და მის წინააღმდეგობას ღაზას ალყის, ჰუმანიტარული დახმარების შეწყვეტისა და მშვიდობიანი მოსახლეობის თავდასხმების მიმართ“, – ნათქვამია „ჰამასის“ განცხადებაში.
ვლადიმირ პუტინმა რუსული ენერგეტიკის კვირეულის პლენარულ სხდომაზე ომზე ისაუბრა. პუტინმა ისრაელსა და ღაზაში მსხვერპლის ზრდის გამო შეშფოთება გამოხატა.
პუტინმა ორივე მხარეს მოუწოდა, საბრძოლო მოქმედებები ნულამდე დაიყვანონ.