ჯო ბაიდენსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის მორიგი სატელეფონო საუბარი გაიმართა

ჯო ბაიდენსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის მორიგი სატელეფონო საუბარი გაიმართა. შტატების პრეზიდენტმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა სამხედრო მხარდაჭერასა და სამოქალაქო მოსახლეობის დაცვაზე ისაუბრეს. ამის შესახებ ცნობა სოციალურ ქსელში ჯო ბაიდენმა გაავრცელა.

განცხადებაში თეთრი სახლის ხელმძღვანელმა მსოფლიოს ყველა ქვეყანას მოუწოდა, დაგმონ ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“.

ბენიამინ ნეთანიაჰუმდე ჯო ბაიდენი ტელეფონით მაჰმუდ აბასს ესაუბრა.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.