“მივყვებით პრინციპს – თუ მშვიდობა გინდა, მოემზადე ომისთვის, მაგრამ ჩვენ მშვიდობა გვინდა”- რას აცხადებს ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სატელევიზიო ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ დასავლეთთან ურთიერთობაში მიჰყვება ძველ გამონათქვამს ომისთვის მზადების შესახებ – თუ გინდა მშვიდობა, მოემზადე ომისთვის. აქვე ის აღნიშნავს, რომ მშვიდობა სურს. ამის შესახებ TASS წერს.

რუსმა ჟურნალისტმა მას ჰკითხა აშშ-ის რუსეთთან და ჩინეთთან შესაძლო ერთდროული ომის შესახებ, ასევე ბირთვული იარაღის გამოყენებაზე, რაზედაც პუტინმა უპასუხა:

„არა მგონია, რომ ეს ჯანსაღი აზრები იყოს, რომლებიც ჯანსაღ ადამიანებს მოუვიდათ თავში, რადგან იმის თქმა, რომ აშშ ემზადება რუსეთთან ომისთვის, კარგი… ჩვენ ყველა ვემზადებით ომისთვის, რადგან მივყვებით ცნობილ ძველ პრინციპს: თუ გინდა მშვიდობა, მოემზადე ომისთვის, მაგრამ ჩვენ ვიმოქმედებთ იმ ვარაუდით, რომ მშვიდობა გვინდა“, – თქვა პუტინმა.