„ცაჰალმა“ ლიბანთან საზღვარზე დასახლებული პუნქტების ევაკუაციის შესახებ განაცხადა

ისრაელის თავდაცვის არმიამ („ცაჰალი“) და ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ ჩრდილოეთიდან, ლიბანთან საზღვრიდან 2-კილომეტრიანი ზონიდან მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ განაცხადეს.

გავრცელებული ინფორმაციით, სულ 28 დასახლებული პუნქტის ევაკუაცია იგეგმება. მოსახლეობას სასტუმრო სახლებში განათავსებენ, პროცესი სახელმწიფოს მიერ იქნება დაფინანსებული.

ბოლო დღეების განმავლობაში „ცაჰამლა“ არაერთხელ განაცხადა, რომ „ჰეზბოლამ“ ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელს უტევს. ისრაელელმა სამხედროებმა საპასუხო დარტყმები განახორციელეს.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.