ექსპერტი ამირან სალუქვაძე პოლონეთში 15 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ექსპერტის განცხადებით, არჩევნების დასრულებიდან 12 საათზე მეტი გავიდა, თუმცა, მხოლოდ ხმების 25%-ია დათვლილი, საქართველოში კი არჩევნების შედეგების რამდენიმე საათით დაგვიანებამ, ცესკო-ს შენობის შტურმით აღების მცდელობა გამოიწვია.
„ვიფიქრე პოლონეთის არჩევნებში უკვე დათვლილი ექნებოდათ ხმები, 12 საათზე მეტი გავიდა. თურმე სულ რაღაც 25% დაუთვლიათ. ჩვენთან ცესკომ რამდენიმე საათი დააგვიანა და შტურმით კინაღამ აიღეს. ველოდებით საბოლოო შედეგებს. ჯერ ორივე მხარე ზეიმობს,“ – წერს სალუქვაძე ფეისბუკზე.
ცნობისთვის, პოლონეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების პირველი ოფიციალური შედეგები გამოაცხადა.
პოლონეთის ცესკოს ვებგვერდზე აღნიშნული მონაცემების თანახმად, მმართველმა პარტია „კანონი და სამართალი“ ლიდერობს 40,17%-ით. მეორე ადგილზეა დონალდ ტუსკის „სამოქალაქო პლატფორმა“ – 26,55%-ით. შემდეგ მოდის „მესამე გზა“ – 13,66%-ით, მემარცხენეები – 8,34%-ით, კონფედერაცია – 7,35%-ით.
პოლონეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია უბნების 10,3%-ის დათვლის საფუძველზე ავრცელებს.