კვლევა: ნაყინი და ჩიფსები ისეთივე დამოკიდებულებას იწვევს, როგორსაც კოკაინი და ნიკოტინი

კვლევის მიხედვით, ულტრა დამუშავებული საკვები – ნაყინი, კარტოფილის ჩიფსები, ტკბილი გაზიანი სასმელი და ა.შ. ადამიანებში ისეთივე დამოკიდებულებას იწვეს, როგორსაც კოკაინი და ნიკოტინი. ამის შესახებ New York Post-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ასეთია აშშ-ში მიჩიგანის უნივერსიტეტის სპეციალისტების კვლევის შედეგი. მათ 36 ქვეყანაში ჩატარებული 281 კვლევის შედეგები გააანალიზეს და დაასკვნეს, რომ ასეთ საკვებზე დამოკიდებულება უკვე აღენიშნება ზრდასრულების 14 და ბავშვების 12%-ში.

სპეციალისტების თქმით, მეტი კვლევაა საჭირო იმის დასადგენად თუ როგორ იწვევს ულტრა დამუშავებული საკვები დამოკიდებულებას.