სკოლის ფანჯრიდან ბავშვი გადმოხტა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გეგუთის საჯარო სკოლის ფანჯრიდან ბავშვი გადმოხტა – ინფორმაციას “ინფო იმერეთი” ავრცელებს.

მათივე ცნობით შემთხვევა შესვენების დროს მოხდა. მოზარდი მოტეხილობებით  კლინიკაში გადაიყვანეს.

“ინფო იმერეთის” ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება.

infoimereti.ge