კეთილი იყოს თქვენი მობრძანება! ღმერთმა დაგლოცოთ ისრაელელი ხალხის დაცვისთვის, – ასე მიმართა ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა ამერიკელ კოლეგას, ჯო ბაიდენს თელ-ავივში, ბენ გურიონის აეროპორტში.
ჯო ბაიდენი ისრაელში რამდენიმე წუთის წინ ჩავიდა. აეროპორტში მას დახვდნენ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი, აშშ-ში ისრაელის ელჩი მიხაელ ჰერცოგი და ისრაელში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი სტეფანი ჰალეტი.