ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ სანქციები გააგრძელა. ის თეირანის წინააღმდეგ იმის გამო დაწესდა, რომ მან ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმება დაარღვია. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ასევე გაგრძელდა „ისლამური რევოლუციის მცველების“ წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, რომლის მიხედვით აკრძალულია მათთვის შეიარაღების მიყიდვა.
სანქციები იმოქმედებს იურიდიული და ფიზიკური პირების წინააღმდეგ, რომლებიც ირანის ბირთვულ პროგრამასთან არიან დაკავშირებულები. ევროკავშირის განცხადება აღნიშნულია, რომ ეს ფაქტი ისრაელზე ჰამასის“ თავდასხმის ფაქტს არ უკავშირდება.
ბირთვული შეთანხმება ირანსა და 6 ქვეყანას შორის 2015 წელს გაფორმდა. 2018 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამ შეთანხმებიდან ქვეყნიდან გასვლის შესახებ განაცხადა. ამის შემდეგ ხელშეკრულების შესრულებაზე უარი თეირანმაც განაცხადა.