პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო – ღაზის სექტორში ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად დაღუპულია 3 200 და დაჭრილია 11 000 ადამიანი

ღაზას სექტორში ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად დაღუპულია 3 200 და დაჭრილია 11 000 ადამიანი, – ინფორმაციას პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისრაელი ღაზაზე შეტევებს „საავადმყოფოზე კრიმინალური თავდასხმის შემდეგაც კი“ განაგრძობს.

„ჰამასი“, რომელიც საავადმყოფოზე თავდასხმაში ისრაელს ადანაშაულებს, აცხადებს, რომ ღაზაში საავადმყოფოს ტერიტორიაზე აფეთქების შედეგად 500 ადამიანი გარდაიცვალა.