გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი ისრაელში ჩავიდა. ამის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება.
როგორც მედიასაშუალება წერს, სუნაკი მოლაპარაკებებს გამართავს ისრაელის ლიდერებთან და სავარაუდოდ ეწვევა რეგიონის სხვა ქვეყნებსაც.
რიში სუნაკმა კიდევ ერთხელ დაგმო ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმა და თქვა, რომ ის მხარს უჭერს ისრაელს.
„მოუთმენლად ველი ჩემს შეხვედრებს პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს იქნება პროდუქტიული შეხვედრები“, – თქვა სუნაკმა.