ირანის საგარეო მინისტრი – აშშ ღაზაში “პროქსი ომს“ აწარმოებს – რეგიონში სიტუაცია კონტროლიდან გამოვა, თუ აშშ და ისრაელი ღაზაში გენოციდს არ შეაჩერებენ

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანის განცხადებით, აშშ პალესტინელების წინააღმდეგ ისრაელის მეშვეობით ომს აწარმოებს.

”რისი მოწმენი ვართ დღეს ღაზაში არის “პროქსი ომი“, რომელსაც აწარმოებს ისრაელის ყალბი რეჟიმი, რომელიც წარმოადგენს აშშ-ს, პალესტინის ჩაგრული ერისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ”, – განაცხადა მან ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ისრაელს ეწვია და მხარი დაუჭირა მის თავდასხმებს, რადგან იბომბება საავადმყოფოები, მეჩეთები, ეკლესიები და მშვიდობიანი მოსახლეობა.

„თელ-ავივში ყოფნისას აშშ-ის პრეზიდენტმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ის გაგზავნის იარაღით სავსე ასობით თვითმფრინავს, გემს და სატვირთოს მკვლელობისა და მასობრივი მკვლელობის მხარდასაჭერად, რომელსაც ისრაელი ღაზაში ახორციელებს“, – აღნიშნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი მტკიცებით, რეგიონში სიტუაცია კონტროლიდან გამოვა, თუ აშშ და ისრაელი უარს იტყვიან ღაზაში გენოციდის შეჩერებაზე.