სლოვაკეთის არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერი რობერტ ფიცო აცხადებს, რომ მისი მთავრობა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მომზადებას აპირებს.
საუბარია უცხოელი აგენტების რეგისტრაციის კანონზე (Foreign Agents Registration Act, FARA), რომელიც აშშ-ში 1938 წელს მიიღეს.
„არაკომერციული ორგანიზაციების ეპოქის ბატონობას ბოლო მოეღება“, – განაცხადა რობერტ ფიცომ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, ყველა უცხოური დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია უნდა იყოს კლასიფიცირებული, როგორც უცხოური აგენტი. ახალმა პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო აღარ იქნება საგარეო ინტერესების რუპორი და სლოვაკეთის მიზნების შესაბამისად იმოქმედებს.