ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზაში ტერორისტების 320 სამიზნეს, მათ შორის გვირაბებსა და ათობით ოპერატიულ მართვის ცენტრს დაარტყეს.
„სამიზნეებს შორის იყო ათობით ოპერატიული მართვის ცენტრი, ზოგიერთ მათგანს „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ ტერორისტები აფარებდნენ თავს, ასევე, სამხედრო შენობები და სადამკვირვებლო პუნქტები. უფრო მეტიც, ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაარტყა სამიზნეებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ ღაზას სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულ ჩვენს ძალებს, რომლებიც სახმელეთო ოპერაციებისთვის ემზადებიან“, – აცხადებენ თავდაცვის ძალებში.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.