დასავლელი ლიდერები ერთმანეთს ეჯიბრებიან, რომელი უფრო მეტად და პროდუქტიულად გაამართლებს არაბი ბავშვების უმოწყალო ხოცვა-ჟლეტას

დასავლელი ლიდერები ერთმანეთს ეჯიბრებიან, რომელი უფრო მეტად და პროდუქტიულად გაამართლებს არაბი ბავშვების უმოწყალო ხოცვა-ჟლეტას.

ჩვენ გვასწავლიან, რომ ჰოლოკოსტის დროს „1,5 მილიონი ებრაელი ბავშვი დაიღუპა“.

ამ ფონზე მით უფრო წარმოუდგენელია, დღეს ეს ერი მშვიდად უცქერდეს ბენიამინ ნეთანიაჰუს დანაშაულებრივ ბრძანებებს, რომლის საფუძველზეც ისრაელის არმია უმოწყალოდ უსწორდება ღაზას მშვიდობიან მოქალაქეებს, ბავშვებს, ქალებს რომლებსაც განსაკუთრებით სულისშემძვრელი ტრაგედიები უკავშირდებათ.

თუ IDF გააგრძელებს მსგავს აგრესიას პალესტინელების წინააღმდეგ, სიონისტური ისრაელი და მისი ლიდერი სამხედრო დამნაშავე ბენიამინ ნეთანიაჰუ ნაცისტების ბედს გაიზიარებს.

როგორც ფრანც ფანონმა თქვა, დამპყრობლისა და კოლონიზატორის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ იმ ძალადობით, რომელსაც ის იყენებს. საუბედუროდ კი, სამყარო უკვე ამ იდეოლოგიით ვითარდება.

ღაზას წინააღმდეგ განხორციელებულ სისასტიკეში ჩვენ დავინახეთ, თუ როგორ ეჯიბრებიან ერთმანეთს დასავლელი ლიდერები, რომელი უფრო მეტად ამოუდგება ისრაელს მხარში და რომელი უფრო მეტად და პროდუქტიულად გაამართლებს არაბი ბავშვების უმოწყალო ხოცვა-ჟლეტას.

ებრალების წინააღმდეგ მსოფლიოში მზარდ აღშფოთებას სიონისტები ფაქტების მანიპულაციური გადმოცემით უპირისპირდებიან.

ხოლო „გლობალური ანტისემიტიზმი კვლავ იზრდება.

ეს ახალი ტალღაა, რომელიც და როგორც ჯერ არ ახსოვს ისტორიას.

სიონისტები კი თავის მხრივ ცდილობენ ჩაახშონ თუნდაც ყველაზე გონივრული მორალური, ჰუმანური, პოლიტიკური და რაციონალური რეაქცია მათ ამაზრზენ ბარბაროსობაზე.

დღეს მათ ხელშია, სოციალური, კულტურული და ეკონომიკური ტერორის მექანიზმები, რომლის ამოქმედებაც მყისიერად შეუძლიათ მათ წინააღმდეგ, ვინც მხარს არ უჭერს ისრაელის ხოცვა-ჟლეტას.

მედიის, აკადემიის, სპორტისა და ხელოვნების ცნობილი მოღვაწეების მიერ პალესტინისადმი ოდნავი მხარდაჭერა დასჯადია სიონისტების მხრიდან.

არ იბეჭდება სიონისტების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ავტორების წიგნები, წყდება კონტრაქტები სპორტსმენებთან, მეცნიერებს აძევებენ უნივერსიტეტებიდან და ეს მხოლოდ დასაწყისია.

 

ირაკლი ჯანყარაშვილი