სირიაში ამერიკული სამხედრო ბაზების დაბომბვა დაიწყო – ბაიდენს საგანგაშო ინფორმაცია პირდაპირ პრესკონფერენციაზე შეატყობინეს

სირიაში, ამერიკულ სამხედრო ბაზებზე თავდასხმაა, – ინფორმაცია და ფოტომასალა Twitter-ზე ვრცელდება.

მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

“ბოდიშს გიხდით, მე უნდა წავიდე სიტუაციურ ოთახში. პრობლემაა, რომელიც მე უნდა გადავწყვიტო”, – ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საუბრობს, რომელსაც პრესკონფერენციის მიმდინარეობისას შეატყობინეს, რომ ახლო აღმოსავლეთში სამი ამერიკული სამხედრო ბაზა იბომბება.

ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.