უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთმა შავი ზღვის ფლოტის გემების ყირიმიდან ოჩამჩირეში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო

რუსეთმა შავი ზღვის ფლოტის გემების ყირიმიდან, საქართველოს ქალაქ ოჩამჩირეში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსებმა გემები გადაიყვანეს ნოვოროსიისკში, თუმცა იქ არსებული მცირე პორტი რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ყველა გემს ვერ იტევს, ამიტომ კრემლმა ამისთვის საქართველოს ტერიტორიის გამოყენება გადაწყვიტა.

„ოჩამჩირეში, ეს აფხაზეთია, აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს, რუსებმა იქ ფსკერის დაღრმავების სამუშაოები ჩაატარეს. სადღაც რეკონსტრუქცია გაუკეთეს პორტის ინფრასტრუქტურას, რათა იქ სამხედრო გემების ბაზირება უზრუნველყონ, მაგრამ ეს ისევ იქნება პატარა ადგილი“, – განაცხადა ვადიმ სკიბიცკიმ.