ნეთანიაჰუ: მომდევნო ეტაპის წინაშე ვდგავართ და ის ახლოვდება, მხოლოდ ერთი მისია გვაქვს – გავანადგუროთ „ჰამასი“

მომდევნო ეტაპის წინაშე ვდგავართ და ის ახლოვდება, – განუცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის თავდაცვითი ძალების წარმომადგენლებს.

GIF resized on https://ezgif.com/resize

“თქვენ ეს იცით და თქვენ ავანგარდის ნაწილი ხართ”, – აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.

“ჩვენ მხოლოდ ერთი მისია გვაქვს – გავანადგუროთ „ჰამასი“. ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ არ დავასრულებთ მას, თქვენი დახმარებით. ისრაელის ხალხი თქვენ გენდობათ. მე ვამაყობ თქვენით”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ ჯარისკაცებთან შეხვედრის დროს.