ბაიდენმა და საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტის გაფართოების თავიდან აცილების ძალისხმევა განიხილეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა, მოჰამედ ბინ სალმანმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტის გაფართოების თავიდან აცილების ძალისხმევა განიხილეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

როგორც თეთრ სახლში განაცხადეს, მხარეები შეთანხმდნენ უფრო ფართო დიპლომატიური ძალისხმევის გატარების შესახებ, რათა შეინარჩუნონ სტაბილურობა რეგიონში და თავიდან აიცილონ კონფლიქტის გაფართოება.

ბაიდენი და საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი მიესალმნენ ეგვიპტიდან ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ გაცილებით მეტია საჭირო მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.