თბილისში გურამიშვილის გამზირზე ავარია მოხდა. ავტომანქანა ხეს შეეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად სულ მცირე, ერთი ადამიანი დაშავდა. დაშავებული უგონო მდგომარეობაში იმყოფება და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
მომხდარის შესახებ სხვა დეტალები უცნობია.
ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.