პირველი გამარჯვება ფიბა-ევროპის თასზე – თსუ-მ კერავნოსი დაამარცხა

ფიბა-ევროპის თასზე საქართველოს ჩემპიონმა თსუ-მ მეორე მატჩი გამართა. სტუდენტურმა კლუბმა კვიპროსის „კერავნოსს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 63:60 დაამარცხა.

ხუთწლიანი შესვენების შემდეგ ეს იყო პირველი საკალათბურთო ევროტურნირების მატჩი საქართველოში. ასეთ დროს იოლი ნამდვილად არ არის დარბაზის გავსება, რადგან გულშემატკივარი მხოლოდ სანაკრებო მატჩებზე სიარულისაა მიჩვეული. თუმცა თსუ-ს საკალათბურთო გუნდის ხელმძღვანელობის ორგანიზებით, დარბაზის პირველი იარუსი თითქმის მთლიანად შეივსო. გულშემატკივარმა დიდი ენერგია შეიტანა – მთელი მატჩის განმავლობაში ომახიანად ქომაგობდა.

მომდევნო შეხვედრას ქართული გუნდი 2 ნოემბერს სტუმრად იტალიაში, „ვარეზეს“ წინააღმდეგ ჩაატარებს.