ისრაელის თავდაცვის ძალებმა წუხელ ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში ტანკების გამოყენებით „მიზანში ამოღებული რეიდი“ განახორციელა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების განმარტებით, აღნიშნული ოპერაცია ბრძოლის შემდეგი ეტაპისთვის მზადების ნაწილია.
„ეს იყო მიზანმიმართული რეიდები, ბრძოლის შემდეგი ეტაპებისთვის მომზადების ფარგლებში. თავდახმა განხორციელდა ინფრასტრუქტურაზე და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გამშვებ პუნქტებზე“, – აცადებენ თავდაცვის ძალებში.