„არა რუსულ კანონს!” დემოკრატიის დროშა ზელენსკი და მისი ტარი არახამია, კორუფციასთან ბრძოლას იწყებენ – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას ლობირების შესახებ კანონპროექტის წარდგენის დაანონსებას.
მისი თქმით, უკრაინის სასამართლო NGO-სექტორს გადაუფორმა ზელენსკის მთავრობამ და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ვინ უნდა ჩააყენოს, ალბათ ოლიგარქი მეგობრები. საინტერესოა ქართველი ზელენსკომანები რა გამართლებას მოუძებნიან.
„არა რუსულ კანონს!” დემოკრატიის დროშა-ზელენსკი და მისი ტარი-არახამია, კორუფციასთან ბრძოლას იწყებენ…
ნეტა, ჟურნალისტები და ქართველი ზელენსკომანები მარტში ვენებს, რომ იჭრიდნენ რას იტყვიან, უკრაინის შემთხვევაში პრევენცია იქნებაო?! ისე, უკრაინის სასამართლო NGO-სექტორს გადაუფორმა ზელენსკის მთავრობამ და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ვინ უნდა ჩააყენოს ავანგარდში, მეგობარი ოლიგარქები? ძალიან მაინტერესებს, ქართველი გლუვტვინიანი ზელენსკომანები რა გამართლებას მოუძებნიან?” – წერს ქადაგიძე Facebook -ზე.