რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტს რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მორიგ ჯერზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ზოგიერთ ძალას ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაფართოება სურს“.
„ჩვენ ვხედავთ ზოგიერთი ძალის მცდელობებს, პროვოცირება მოახდინონ შემდგომი ესკალაციის პროვოცირებისთვის და რაც შეიძლება მეტი ქვეყანა და ხალხი ჩაითრიონ კონფლიქტში. ცდილობენ საკუთარი ეგოისტური ინტერესების გამო ურთიერთსიძულვილის ტალღა შექმნან“, – აცხადებს პუტინი.
პუტინმა აღნიშნა, რომ პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის გამწვავება რუსეთის ფედერაციასაც ეხება.
მისი თქმით, რუსეთი შეშფოთებითა და ტკივილით ადევნებს თვალს წმინდა მიწაზე განვითარებულ მოვლენებს.