რუსეთის დუმის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის მიერ შექმნილმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა სისტემამ ეფექტურობა აჩვენა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
„პრეზიდენტის მიერ შექმნილმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა სისტემამ თავისი ეფექტურობა აჩვენა“, – აღნიშნა ვოლოდინმა „ერთიანი რუსეთის“ მიერ წარდგენილი ბიუჯეტის პროექტის განხილვისას.
მან აღნიშნა, რომ აუცილებელია ხელისუფლების შტოებს შორის დიალოგის გაძლიერება და ასევე მოქალაქეების მოსმენა.
„ხელისუფლებას აქვს ერთადერთი შესაძლებლობა, აწარმოოს დიალოგი მოქალაქეებთან და მათ პრობლემებს მოუსმინოს“, – აცხადებს ვოლოდინი.