აშშ თავის მოქალაქეებს ლიბანის დატოვებისკენ მოუწოდებს

აშშ თავის მოქალაქეებს ლიბანის დატოვებისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ ბეირუთში აშშ-ის საელჩო აცხადებს.

ლიბანში აშშ-ის საელჩო აცხადებს, რომ აშშ-ის მოქალაქეებმა ლიბანი, „უსაფრთხოების არაპროგნოზირებადი სიტუაციის გამო“ უნდა დატოვონ.

„სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს ურჩევს, რომ უსაფრთხოების არაპროგნოზირებადი სიტუაციის გამო, ლიბანი ახლავე დატოვონ. არ არსებობს იმის გარანტია, რომ კრიზისულ სიტუაციაში, აშშ კერძო პირებისა და მათი ოჯახის წევრების ევაკუაციას შეძლებს“, – წერს ბეირუთში აშშ-ის საელჩო „ტვიტერის“ გვერდზე.