აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ ისრაელის სამხედრო ოპერაციის განხორციელების დროს ღაზის სექტორში მცხოვრები მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვა მნიშვნელოვანია. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
როგორც „სიენენი“ წერს, ლოიდ ოსტინი ტელეფონით ესაუბრა ისრაელის თავდაცვის მინისტრს, იოავ გალანტს და ხაზი გაუსვა, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება დაუყოვნებლივ უნდა შევიდეს.
აშშ-ის თავდაცვის მდივან ასევე ისაუბრა მძევლების გათავისუფლების საკითხის მნიშვნელობაზე.
ისრაელმა გუშინ ღამით ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის გაფართოება დაიწყო.