ღაზა – “თეთრი სახლის ახალი სისხლით სავსე ჭიქა”

“უკრაინა მოილიეს, საკმარისად დააყენეს სისხლის გუბეები და დღეს-ანგლო საქსების ახალი აკვიატება, თეთრი სახლის მორიგი სისხლით სავსე ჭიქა და ევროკავშირის კიდევ ერთი მსხვერპლი, რომელსაც დემოკრატიული სტანდარტებით ყელში დანა გამოუსვეს და სადაც არაბი ბავშვები საკრალურ მსხვერპლშეწირვად მიიღეს, ღაზას სექტორია”.

„სიონისტები მასიურად ბომბავენ საავადმყოფოებს, ეკლესიებს, თავშესაფრებს რომელბსაც მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებენ თავს, ამ ყველაფერს კი ისინი შეერთებული შტატების ღია პატრონაჟით აკეთებენ.

ისრაელი, რომელიც ღაზაში ბავშვებს კლავს, შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და სხვა დასავლეთის ქვეყნების იარაღს და მხარდაჭერას იღებს. თუმცა ნავთობითა და ბუნებრივი აირით მდიდარ ისლამურ სახელმწიფოებსაც აქვთ თავიანთი კოზირები, რომლებიც უნდა გამოიყენონ არაბი ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად.

დასავლურ იმპერიალიზმს მხოლოდ ჰამასი ვერ დაამარცხებს და ეს ვერც ჰეზბოლას ხელით მოხერხდება. არაბული სამყაროს ერთიანობამ და მათმა საერთო ძალისხმევამ უნდა შეაჩეროს სიონისტების მიერ დაწყებული პალესტინელების გენოციდი.

მაგალითად : “შოლცის ვიზიტის დროს დაიბომბა საავადმყოფო, რომელშიც ათობით არაბი ბავში იმყოფებოდა, მაკრონის ვიზიტიდან არც თუ ისე გვიან დაიწყო ღაზას სექტორზე მასიური იერიშები, აშშ – ნაცვლად ცეცხლის შეწყვეტისა უკრაინის მსგავსად ცეცხლზე ნავითის დასხმას აგრძელებს”.

გაეროს გენერალური მდვინის მოწოდებას, თელ – ავივივში ამაზრზენს უწოდებს სიონისტების საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი: „ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ გაეროს საზიზღარ მოწოდებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ისრაელი აპირებს იმოქმედოს ჰამასის აღმოსაფხვრელად ისევე, როგორც მსოფლიო მოიქცა ნაცისტების და ISIS-ის წინააღმდეგ“.

რა შეიძლება ეწოდოს მსოფლიოს, რომელშიც დასავლთის მიერ დანერგილი სტანდარტები ერთმანეთისგან განარჩევს ერებს.

“ბრიუსელი და ვაშინგტონი” ადგენს წესებს, რომელი ბავშვი უნდა მოკვდეს და სად!

დემოკრატიის მანტიით შემოსილ სიკვდილს, მსოფლიოს ყველა კონტინენტზე აგზავნიან.

ამ ყველფერს კი “დასავლური დემოკრატიის გაძლიერებისთვის გაღებულ მსხვერპლად ასაღებენ.”

თუმცა არავინ იცის რამდენი ბავშვის სიცოცხლეს ითხოვს დემოკრატია და როდის ივსება მისი ფიალა!…

ირაკლი ჯანყარაშვილი