CNN: ღაზის სექტორში დაღუპულთა რაოდენობამ 8000-ს გადააჭარბა

7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში ისრაელის მიერ განხორციელებულ დარტყმებს 8005 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ CNN-ი პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.

გავრცელებული ცნობით, მსხვერპლთა 73% ბავშვები, ქალები და ხანდაზმულები არიან. საომარი მოქმედებების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა კი 200 000-ს აჭარბებს.