ისრაელი: ლიკვიდირებულია „ჰამასის“ ასობით წევრი

ოფიციალური ისრაელის განცხადებით, გვიან ღამით ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ ასობით წევრი მოკლეს. ამის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება.

ისრაელში აცხადებენ, რომ ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა.

„ღაზას სექტორში ტერორისტებთან შეტაკების დროს, IDF-ის ჯარებმა მოკლეს ათობით ტერორისტი. ისინი შენობებსა და გვირაბებში იმალებოდნენ და ისრაელის ჯარებზე თავდასხმას ცდილობდნენ“, – აცხადებენ ისრაელს თავდაცვის ძალებში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ერთ-ერთი თავდასხმის დროს იერიში მიიტანეს იმ ობიექტზე, სადაც „ჰამასის“ 20-ზე მეტი ტერორისტი იყო დამალული.

ამავე ინფორმაციით, ისრაელის გამანადგურებლებმა იერიში მიიტანეს „ჰამასის“ სამხედრო პუნქტებზე ალ-აზჰარის უნივერსიტეტის მახლობლად, ჩრდილოეთ ღაზაში.