ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, ჯონათან კონრიკუსის განცხადებით, „ცაჰალი“ დარტყმებს ახოციელებს ღაზის სექტორის მთელ ტერიტორიაზე. ამის შესახებ BBC იტყობინება.
„ჩვენი აქტივობა ფოკუსირებულია ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილზე, სწორედ იქ არის „ჰამასის“ გრავიტაციის ცენტრი, მაგრამ გავაგრძელებთ იერიშების მიტანას ღაზის სექტორის სხვა ნაწილებზე. გამოცხადებული გვაქვს ნადირობა მათ მეთაურებზე, ვანადგურებთ მათ ინფრასტრუქტურას, და თუ სადმე არის მნიშვნელოვანი სამიზნე, ჩვენ მას დავარტყამთ“, – განაცხადა კონრიკუსმა.