ისრაელ-„ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ რეგიონში, სულ მცირე, 31 ჟურნალისტი დაიღუპა

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) ცნობით, 31 ოქტომბრის მონაცემებით ისრაელი-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ სულ მცირე 31 ჟურნალისტი დაიღუპა.

26 ჟურნალისტი დაიღუპა ღაზის სექტორში, 4 ისრაელში, 1 კი ლიბანში. კომიტეტი ასევე იძიებს დაუდასტურებელ ცნობებს სხვა ჟურნალისტების მოკვლის, გაუჩინარების, დაკავების, დაშავების, მუქარისა და მედიის ოფისებისა და ჟურნალისტების სახლების დაზიანების შესახებ.

„CPJ ხაზს უსვამს, რომ ჟურნალისტები არიან მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც ასრულებენ მნიშვნელოვან საქმეს კრიზისის დროს და არ უნდა იყვნენ საომარი მხარეების სამიზნე“. – განაცხადა შერიფ მანსურმა, CPJ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის პროგრამის კოორდინატორმა.