ლოიდ ოსტინი: თუ უკრაინა დამარცხდება, პუტინი ნატოს დაუპირისპირდება

„თუ რუსეთი ომში უკრაინის დამარცხებას მოახერხებს, აგრესორი ქვეყანა არ გაჩერდება და შესაძლოა ნატოს წევრ ქვეყნებს დაუპირისპირდეს“, – ამის შესახებ სენატში გამართულ მოსმენაზე პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა.

„თუ პუტინი წარმატებას მიაღწევს, ის არ გაჩერდება უკრაინაზე… ადრე თუ გვიან ის ნატოს დაუპირისპირდება და ჩვენ ომში აღმოვჩნდებით“, – აცხადებს ლოიდ ოსტინი.

შესაძლებელია თუ არა კონფლიქტი რუსეთის ფედერაციასა და ნატოს ქვეყნებს შორის?

რუსეთმა ფართომასშტაბიანი სამხედრო რეფორმების ფარგლებში შეიმუშავა ლენინგრადის სამხედრო ოლქის რეფორმის სამართლებრივი მექანიზმები.

„ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ მოსაზრებით, ეს შესაძლოა, ნატოსთან კონფლიქტის მზადებაზე მიანიშნებდეს.