ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ისრაელმა ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ თავდაცვის წინა ხაზი გაარღვია ჩრდილოეთ ღაზაში. ამის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება.
ამავე ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზას ქალაქის კარიბჭესთან იმყოფებიან.
ამასთან, პალესტინის წითელი ნახევარმთვარის ცნობით, ღამით, ძლიერი აფეთქებები და დაბომბვის ხმა ისმოდა ქალაქში, მათ შორის ალ-კუდსის საავადმყოფოს მახლობლად.