ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომი უნდა დაპაუზდეს, რათა მოხდეს მძევლების გათავისუფლება – ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომი უნდა დაპაუზდეს, რათა მოხდეს მძევლების გათავისუფლება.

„ვფიქრობ, ჩვენ გვჭირდება პაუზა. პაუზა ნიშნავს, რომ დრო დავუთმოთ მძევლების გამოყვანას“, – აღნიშნა ბაიდენმა.

მოგვიანებით თეთრმა სახლმა განმარტა, რომ პრეზიდენტი გულისხმობდა ჰუმანიტარულ დახმარებას და 240 მძევლის გათავისუფლებას, რომლებიც „ჰამასის“ ტყვეობაში არიან.