ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ძეგლი დაუდგეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
რუსეთის პრეზიდენტის ქანდაკება ბრინჯაოსგან არის დამზადებული და ის სოფელ წორბისში თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჯამბოლატ თედეევმა აღმართა.
ცნობისთვის, 2020 წელს თედეევი წორბისში იოსებ სტალინის ძეგლის აღმართვის ინიციატივით გამოვიდა.