რომის პაპი ისრაელ-ჰამასის კონფლიქტზე – ბრძნული გამოსავალი არსებობს: ორი ხალხი, ორი სახელმწიფო

რომის პაპმა ფრანცისკემ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე კონფლიქტზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის მხარს უჭერს კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებით გადაწყვეტას. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.

„ორი ხალხი, რომლებმაც ერთად უნდა იცხოვრონ. ბრძნული გამოსავალი არსებობს: ორი ხალხი, ორი სახელმწიფო, ოსლოს შეთანხმების თანახმად: ორი ძალიან შეზღუდული სახელმწიფო და იერუსალიმი განსაკუთრებული სტატუსით,“ – თქვა რომის პაპმა იტალიის სახელმწიფო ტელეარხ RAI-ზე საუბრისას.

„ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებით გადაწყვეტა ათწლეულებია საერთაშორისო თანამეგობრობის მიზანს წარმოადგენს. ბევრ ქვეყანას მიაჩნია, რომ ეს არის კონფლიქტის დასრულების ერთადერთი გზა“, – წერს მედიასაშუალება.