ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ სხვა კონფლიქტები [ისრაელი-პალესტინის დაპირისპირება] მათ ყურადღებას გადაატანინებს და უკრაინას აღარ დაეხმარებიან.
„რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ დაუნდობლობის ახალ პიკს მიაღწია, 24 საათში 100-ზე მეტ ქალაქს და სოფელს შეუტიეს. მოსკოვს არ უნდა ჰქონდეს ილუზია – სხვა კრიზისები უკრაინიდან ჩვენს ყურადღებას ვერ გადაიტანს. ჩვენი მხარდაჭერა იქამდე გაგრძელდება, სანამ ეს აუცილებელია“, – წერს ბორელი სოციალურ ქსელში.