“ბოლო 2 წლის განმავლობაში აშშ-მა 4 სხვადასხვა სუვერენული ქვეყნის ლიდერის დამხობა და მათთვის ლოიალური ლიდერის გამწესება მოინდომა”- გიორგი მდივანი

პროექტ “პოლიტიკანოს” ხელმძვანელი, პოლიტოლოგი გიორგი მდივანი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

 

ბოლო 2 წლის განმავლობაში აშშ-მ 4 სხვადასხვა სუვერენული ქვეყნის ლიდერის დამხობა და მათთვის ლოიალური ლიდერის გამწესება მოინდომა:
?? სირია – «Assad must go» – არცერთი დასავლელი ლიდერი არ დარჩა, ვინც ეს ფრაზა არ თქვა, საბოლოოდ ასადმა ბევრი მათგანი მოინელა და ისევ ინარჩუნებს ქვეყნის მართვის სადავეებს.
?? ვენესუალაში ამერიკილებმა მადუროს რეჟიმის დამხობა მოინდომეს, მაგრამ ამით არ შემოიფარგლნენ, თავისი პრეზიდენტი “დანიშნეს” გუაიდოს სახით. სირიის მსგავსად იანკები ვენესუელაშიც გაფარჩაკდნენ.
?? ბოლივია – აქ საქმე გაცილებით უფრო სერიოზულად იყო. ევო მორალესმა ფაქტიურად შეუძლებელი შეძლო და გამათხოვრებული ხალხი ფსკერიდან ამოიყვანა სოციალისტური რეფორმებით, რაც მსოფლიო ბანკმაც და საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც აღიარა. ამერიკელებმა არც აციეს, არც აცხელეს და შარშან კაცურ კაცს, ევო მორალესს გადატრიალება მოუწყვეს და ქვეყნიდან გააქციეს.
?? ბელარუსი, ლუკაშენკო. ჯერ კიდევ კლინტონის ადმინისტრაცია ცდილობდა ბელარუსში ფერადი რევოლუციის მოწყობას 90-იანებში, მაგრამ წარუმატებლად. ლუკაშენკომ ფორმალურად კი მოახდინა ძალაუფლების უზურპაცია, რეალურად კი ყოველგვარი სასარგებლო წიაღისეულის გარეშე შექმნა ისეთი ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც მაგალითად ცხოვრების დონე ბევრად მაღალია, ვიდრე რევოლუციებით დახუნძლულ და დემოკრატიზაციის გზით წასულ უკრაინაში და საქართველოში. ნუთუ ბელარუს ხალხს არ ახსოვს ახლო წარსულში რა დღეში ჩავარდა ლიბია კადაფის დამხობის შემდეგ?

წყარო