ირანის უზენაესმა სულიერმა ლიდერმა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ისრაელი „ჰამასთან“ ომის ფონზე „დაუცველი და დაბნეული“ ხდება. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.
მისივე თქმით, ისრაელის ხელისუფლება ატყუებდა თავის ხალხს, როდესაც ღაზის სექტორში მყოფი მძევლების გამო შეშფოთებას გამოხატავდა, რადგან ამის პარალელურად ანკლავის დაბომბვა გრძელდებოდა.
„ამერიკის დახმარების გარეშე, ისრაელი რამდენიმე დღეში დადუმდებოდა“, – აღნიშნა ხამენეიმ.