ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი იორდანიაში იმყოფება.
როგორც „ბიბისი“ იტყობინება, ბლინკენი იორდანიაში არაბული ქვეყნების წარმომადგენლებს შეხვდება. გარდა ამისა, ენტონი ბლინკენი იორდანიის, კატარის, საუდის არაბეთის, ეგვიპტისა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ, იორდანიის მეფეს შეხვდება.
ინფორმაციისთვის, ენტონი ბლინკენი 3 ნოემბერს ომის დაწყების შემდეგ ისრაელში მესამედ ჩავიდა.