აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოქმედ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს ხუთ მერყევ შტატში უსწრებს, – ამას მოწმობს The New York Times-ის დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.
ბაიდენი ტრამპს ჩამორჩება არიზონაში, ჯორჯიაში, მიჩიგანში, ნევადასა და პენსილვანიაში. ბაიდენი მხოლოდ უისკონსინში უსწრებს ტრამპს.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის არჩევნებამდე, რომელშიც ბაიდენმა გაიმარჯვა, მას უფრო მაღალი რეიტინგი ჰქონდა ნახსენებ ექვსივე შტატში.
გამოკითხული ამომრჩევლების აზრით, ბაიდენის მიმართ მათი უკმაყოფილების მთავარი მიზეზი – ეკონომიკის, საგარეო პოლიტიკისა და იმიგრაციის საკითხებში არსებული ხარვეზებია.
ბევრი მათგანი ამტკიცებს, რომ ამჟამინდელი პრეზიდენტის პოლიტიკამ მათ პირადად ზიანი მიაყენა, ტრამპის პოლიტიკამ კი, პირიქით, სარგებელი.