რუსეთმა ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებიდან გასვლის პროცედურა დაასრულა

რუსეთმა დაასრულა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებიდან გასვლის პროცედურა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.  ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

ამავე უწყების ინფორმაციით, რუსეთისთვის ძალადაკარგულად ითვლება ასევე 1990 წლის 3 ნოემბრის ბუდაპეშტის შეთანხმება და 1996 წლის 31 მაისის დოკუმენტი.

ცნობისთვის, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 1990 წლის 19 ნოემბერს ნატოს 16 წევრი ქვეყნისა და ვარშავის ხელშეკრულების 6 სახელმწიფოს მიერ. შეთანხმების მიხედვით, დადგინდა შეზღუდვები ჩვეულებრივ შეიარაღებაზე, კერძოდ, ტანკებზე, საბრძოლო მანქანებზე, არტილერიაზე და საბრძოლო თვითმფრინავებსა და ვერტმფრენებზე.