უკრაინის დედაქალაქ კიევის მახლობლად მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თანაშემწე გენადი ჩასტიაკოვი დაიღუპა. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფეთქება უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო მოხდა. თუმცა მოგვიანებით ვალერი ზალუჟნიმ დაწერა, რომ გენადი ჩასტიაკოვის მიერ მიღებულ ერთ-ერთ სასაჩუქრე ყუთში ბომბი იყო დამონტაჟებული.
მომდინარეობს გამოძიება.