Financial Times: 100-ზე მეტმა ბრიტანულმა კომპანიამ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევა აღიარა

17 მაისის მონაცემებით, 127-მა ბრიტანულმა კომპანიამ ქვეყნის ხელისუფლებას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევის შესახებ ნებაყოფლობით შეატყობინა. ამის შესახებ Financial Times-ი დიდი ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროსგან გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კომპანიებისთვის, როლებმაც დარღვევები აღიარეს და გამოძიებასთან თანამშრომლობენ, დიდი ბრიტანეთის მთავრობა ჯარიმებს შეამცირებს.

სანქციების დარღვევისთვის ბრიტანულ კომპანიებს გაფრთხილება, ჯარიმა ან სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრებათ.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები 1600-ზე მეტ კერძო პირსა და კომპანიას დაუწესა.