პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს თავს დაესხნენ – მოკლულია დაცვის წევრი

პალესტინის პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის კოლონაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რასაც აბასის დაცვის ერთი წევრი ემსხვერპლა.

თურქული მედიის ინფორმაციით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ორგანიზაცია „ანუ ჯანდელის შვილებმა“ აიღო, რომლის წევრებმაც მანამდე მაჰმუდ აბასს ისრაელის წინააღმდეგ ქმედებებისთვის 24-საათიანი ვადა მისცა.

უცნობია თუ სად მოხდა მაჰმუდ აბასზე თავდასხმა.